AlliPharma.GE

მთავარი | პროდუქცია | ჩვენს შესახებ | კონტაქტი

კვლევის სიახლე, მიზანი და ამოცანები პრობლემის აქტუალობა და კვლევის სიახლე

მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის უმძიმეს მედიკო-სოციალურ პრობლემას წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტი (შდ), რომელიც ენდოკრინულ დაავადებათა შორის ყველაზე მეტადაა გავრცელებული (მოსახლეობის 10 %) და უკანასკნელ წლებში მისი მზარდი ტენდენცია აღინიშნება. ამ დაავადების მთელი სიმძიმე მდგომარეობს ადრეულ ასაკში ადამიანთა დაინვალიდებაში, დაავადების თანმხლებ გართულებებში, წყლულოვანი და განგრენული ფორმების განვითარებაში, ლეტალობის მაღალ პროცენტში [1,2,3]. დაავადების განსაკუთრებით მძიმე გართულებას წარმოადგენს "დიაბეტური ტერფის სინდრომი" (დტს), რომელიც მხედველობის, შარდ-სასქესო ორგანოების, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების დაზიანებასთან ერთად ცალკე ნოზოლოგიურ ერთეულად არის გამოყოფილი [4,5]. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით დტს 80 %-მდე დიაბეტურ პაციენტებში შეინიშნება [5]. დტს პათოგენეზი მრავალკომპონენტიანია და წარმოდგენილია ნეიროპათიით, პერკუზიული დარღვევებით და მიდრეკილია ინფექციისაკენ [6]. გამოყოფენ 3 ძირითად ფორმას: ნეიროპათიულს, ნეირო-იშემიურს (შერეული) და იშემიურს. დიაბეტური მიკრო- და მაკროანგიოპათიების, ნეიროპათიის, ოსტეოართროპათიების ფონზე ვითარდება ანატომიურ-ფუნქციონალური ცვლილებების რთული კომპლექსი, რომელიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება და რომელსაც წყლულოვან-ნეკროზული პროცესების განვითარების გამო ტერფის განგრენამდე მივყავართ. ქვედა კიდურების ამპუტაცია ამ ჯგუფის პაციენტებში 15-ჯერ ხშირია, ვიდრე დანარჩენ მოსახლეობაში. საერთაშორისო სტატისტიკის მონაცემებით ამპუტაციების 50%-დან 70%-მდე დაკავშირებულია არატრავმული წარმოშობის დიაბეტური ტერფის სინდრომთან [1, 2, 3, 7-11].

 

ჯანდაცვის სისტემისთვის მეტად აქტუალურია დტს-ს მკურნალობის ეფექტური მეთოდოლოგიების ძიება, რადგანაც მოსახლეობის არანაკლებ 10%-ისა შდ-ითაა დაავადებული, ხოლო მის უმრავლესობაში იწყება დტს-ს განვითარება, რასაც მოგვიანებით მივყავართ განგრენამდე და სიცოცხლისათვის საშიშ ჩირქოვან-სეფსისურ გართულებამდე. დტს-ს რადიკალური მკურნალობა გულისხმობს ქვედა კიდურების ამპუტაციას. ნაკლებადეფექტურია [13, 14]. მთელი ძალისხმევა სამედიცინო პერსონალისა მიმართულია კიდურების ამპუტაციის შემცირებისაკენ. დტს-ს ეფექტური მკურნალობა უნდა იქნას ჩატარებული სანამ დადგება ქირურგიული ოპერაციის საჭიროება. სწორი მკურნალობისათვის Uუპირველესად აუცილებელია დტს-ს ფორმების სწორი დიაგნოზი. თავიდანვე უნდა იქნას გაგებული რა უფრო დაზიანებულია – ნერვული აპარატი, სისხლძარღვი, თუ ორივე ერთად. დიაგნოზით შეიძლება მიღებული იქნას გართულების, სისხლძარღვის შემთხვევაში- განგრენის, ხოლო ნეიროპათიული ფორმის შემთხვევაში- ძვლოვანი აპარატის დაშლის, ეფექტური პროფილაქტიკა. მკურნალობაში ასევე გასათვალისწინებელია, რომ დტს-ით დაავადებულებში მეორადი ინფექცია უფრო ხშირად გვხვდება მიკოზიან პაციენტებში (10%), ვიდრე უმიკოზოებში; შედეგად ხშირია განგრენა ან წყლული. დტს-ით დაავადებულ მიკოზიანი ავადმყოფების მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ნახშირწყლოვანი ცვლის კარგი კომპენსაციის და ქვედა კიდურების რაციონალური მკურნალობის ფონზე. თვლიან, რომ დტს-ს კონსერვატული მკურნალობის ძირითადი მეთოდი არის დაზიანებული კიდურების განტვირთვა, სისხლის მიწოდების აღდგენა [6]. შემუშავებულია სპეციალური ლიმფომაკორექტირებელი და ლიმფომასტიმულირებელი ინიექციები, რომლებიც დაზიანებულ უბნებში აუმჯობესებს ვენურ და ლიმფურ დენადობას, ამაგრებენ არტერიების კედლებს. ამ დროს ინიექცია სპეციალურად პირდაპირ მიმართულია დაზიანებულ ტერფში არსებული დარღვევების კორექტირებისაკენ. ამ ტექნოლოგიებმაც მნიშვნელოვნად შეამცირა ამპუტაციები და განკურნებაც შესაძლებელი გახადა ქირურგიული ჩარევის გარეშე. იყენებენ დაბალი სიხშირის ულტრაბგერებს რაც ა ხელს უწყობს ლიმფურ სისტემაში სამკურნალო პრეპარატის შეყვანას, შედეგები აქაც მნიშვნელოვანი და დამაიმედებელია. მუშავდება ეფერენტული თერაპიის (ორგანიზმის დეტოქსიკაციის) მეთოდი. ამისათვის იყენებენ პლაზმოფორეზს, გამოაცალკევებენ მხოლოდ ლიმფოციტების უჯრედებს, მათ ააქტიურებენ და აბრუნებენ პაციენტის სისხლში. ეს მეთოდი ჩირქოვან პათოლოგიებში ძალიან კარგად მუშაობს. გააქტივებული უჯრედები ბარძაყის არტერიიდან პირდაპირ ხვდება დაზიანებულ უბნებში [4, 5, 12]. დღეისათვის არსებული დტ-ის პათოლოგია საზოგადოებას კოლოსალურ ეკონომიკურ ზიანს აყენებს. მკურნალობის სქემების ღირებულება ათასობით დოლარში განისაზღვრება, ხოლო ქირურგიული ჩარევა კიდევ მეტი ჯდება. ნათელია, რომ დიაბეტური წყლულებისა და განგრენების პრევენცია უფრო ეკონომიურია და ამდენად მიზანშეწონილიცაა. ადრე დიაბეტური წყლულების პროფილაქტიკისათვის ძირითადად ანგიოპროტექტორებს იყენებდნენ, მაგრამ შემდგომში დადგენილი იქნა, რომ დაავადების განვითარებაში ჩართულია არა მხოლოდ ქვედა კიდურების სისხლძარღვების ანგიოპათია, არამედ სენსომოტორული პოლინეიროპათია და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი ცვლილებები – ტერფის დამცველი მგრძნობელობის დაქვეითება, მისი ფორმის, სტატიკური და დინამიკური ფუნქციის ცვლილება. ტერფის ტრავმის მგრძნობელობის შემცირება გამოდის წინა პლანზე, როგორც მიზეზი დიაბეტური წყლულისა და განგრენისა [5, 13, 14]. მეორე ეტაპი დტს გართულებების პრევენციაში გულისხმობს ჩირქოვანი ჭრილობების მკურნალობის ხარისხის ამაღლებას. სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ მიზანშეწონილად მიჩნეულია სისტემური სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება. ამ დროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას მათი სხვა პრეპარატებთან შეთავსებადობა, უსაფრთხოება, ეფექტურობა. ონიხომიკოზების მკურნალობისას იყენებენ სისტემურ ადგილობრივ თერაპიას. გამოიყენება სამკურნალო ლაქები (ლოცეროლის ლაქი), ამოროლფინი – მორფოლინების ჯგუფიდან. ისინი არღვევენ ერგოსტერინის ბიოსინთეზს, რომლის უკმარისობა განაპირობებს ფუნგისტატიკურ ეფექტს, ხოლო მეტაბოლიზმის შუალედური პროდუქტების დაგროვება იწვევს შეღწევადობის დარღვევას და ფუნგიციდური მოქმედების მოშლას. კომპლექსურ მკურნალობაში იყენებენ გელს "CosmoGenium" და "Sulodexid". ეს უკანასკნელი ახშობს პერიფერიული სისხლძარღვების სანათურებს და ხელს უწყობს შეხორცებას. რბილი ქსოვილების და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ იყენებენ აუგმენტინს (ამოქსიცილინ/კლავულანატი) და ტიმენტინს (თიკარცილინ/კლავულანატი). შდ-ის ისეთ გართულებებში, როგორიც არის ტროფიკული წყლული და განგრენა, იყენებენ O"verol-Delta 2"-ს 700-1050 მგ დღე-ღამეში 20-30 დღე, მაგრამ ეს უკანასკნელი გამოიყენება ინსულინდამოკიდებულ ავადმყოფებში სუბკომპენსირებისათვის ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ [4, 13, 14]. შდ-ით დაავადებულთა დასახმარებლად განხორციელებული მრავალწლიანი მულტიპროფილური პროგრამების მიუხედავად დტს პრობლემა მაინც გადაუჭრელი რჩება და მოითხოვს კვლევების გაგრძელებას, როგორც ახალი სამკურნალო საშუალებების ძიებისა და შექმნის, ისე მკურნალობის ახალი კომბინირებული მეთოდების შემუშავების მიმართულებით. დტს ადგილობრივ მკურნალობაში ყველაზე უფრო პროგრესულ მიდგომას სპეციალური ანტისეპტიკების და ადსორბენტების შემცველი შესახვევების გამოყენება წარმოადგენს. ამ ხერხის დანერგვამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ამპუტაციების რიცხვი. ამიტომ დტს-ს სამკურნალო ადსორბენტებიანი (ჰიდროგელები) შესახვევების და მაღალი ადსორბციის უნარის მქონე ახალი ეფექტური მალამოების შემუშავება, რომლებშიც შეტანილი იქნება დტს თერაპიისათვის აუცილებელი სამკურნალო და პრევენციული საშუალებები პერსპექტიულ მიმართულებას წარმოადგენს [12]. მცენარეული წარმოშობის ნივთიერებები ფართოდ გამოიყენებიან ნივთიერებათა ცვლის დარღვევების და მასთან დაკავშირებული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, ორგანიზმის იმუნური და ფერმენტული სისტემების კორექციისათვის და ა. შ. ასეთ ნივთიერებებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ფლავონოიდებს, სტეროიდულ გლიკოზიდებს, პოლისაქარიდებს, ვიტამინებსა და ფიტონციდებს, რომლებიც ფარმაკოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრით და შედარებით დაბალი ტოქსიკურობით გამოირჩევიან. იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მიმდინარეობს ფლავონოიდების, სტეროიდული გლიკოზიდების, პოლისაქარიდების, ვიტამინებისა და ფიტონციდების და სხვა ნაერთების შემცველი მცენარეების მიზანდასახული კვლევები მედიცინაში მათი გამოყენების მიზნით. საქართველოს ფლორის მცენარეთა მრავალწლოვანმა კვლევამ გვიჩვენა, რომ მრავალი მათგანი (80-90%) მდიდარია პოლიფენოლური ნაერთებით, ფლავონოიდებით, ფენოლმჟავებით, ტანინებით, და სხვა ნივთიერებებით [15]. შესწავლილია რამდენიმე ასეული მცენარე ფლავონოიდების და სტეროიდული საპონინების შემცველობაზე, მათგან გამოყოფილი და დახასიათებულია 100-მდე ინდივიდუალური ნივთიერება. მათ შორის რამდენიმე ათეული ახალი ორგანული ნაერთი [16], რომელთა ქიმიური სტრუქტურა დადგენილია თანამედროვე პროგრესული მეთოდებით. ფენოლური და სტეროიდული ნივთიერებების შემცველი მცენარეებიდან მომზადებულია ორიგინალური სამკურნალო პრეპარატები. ზოგიერთი მათგანის შემადგენელი კომპონენტების, გასუფთავებული ჯამების, ასევე ინდივიდუალურ ნაერთთა in vitro და in vivo ცდებში ჩვენს მიერ დადგენილი იქნა მათი მაღალი ანტიოქსიდანტური, ანთებისსაწინააღმდეგო, კაპილარების აღმდგენი, შაქრის დამწევი, ჰეპატოპროტექტორული, ანტიურემიული და ანტიმიკრობული მოქმედება [22, 23, 24]. შექმნილია ანტიურემიული და დიურეზული საშუალება ფლარონინი [17], რომელიც ჩანერგილია სამედიცინო პრაქტიკაში. შემუშავებულია ანტიდიაბეტური კვების დანამატი "სატურინი" [18], ანტივირუსული მოქმედების მალამო "როდოპესი" და სხვა. მიმდინარეობს კვლევები ახალი სამკურნალო პრეპარატების შექმნის მიმართულებით. ინსტიტუტის ფარმაცევტული ტექნოლოგიის ლაბორატორიას გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება რბილი წამალთფორმების შექმნაში. ადსორბციული ფუძეების სხვადასხვა კომპოზიციების ბიოფარმაცევტული კვლევის საფუძველზე შემუშავებულია მათი თვისებების, აქტიური ინგრედიენტების გამოთავისუფლებისა და მიწოდების (ტრანს და ინტრადერმალური) რეგულირების მექანიზმები ჭრილობების შემახორცებელი, კანის დამწვრობის, ტროფიკული წყლულების, ატოპიური დერმატიტების და სხვა დაავადებათა სამკურნალო მიზანმიმართული მოქმედების რბილი წამალთ ფორმებისათვის. შერჩეულია და მოწოდებულია მშრალი ფუძეების და გელების ოპტიმალური კომპოზიციები. შექმნილია ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ფუნგიციდური მოქმედების მალამოები და გელები კანისა და ლორწოვანი გარსის დაავადებათა სამკურნალოდ [19 – 21]. ამგვარად, ინსტიტუტს დიდი გამოცდილება გააჩნია მცენარეული წარმოშობის ნივთიერებების ქიმიური და ფიზიკური მეთოდებით კვლევის დარგში და მნიშვნელოვანი შედეგებიც აქვს მოპოვებული [17-21]. ბუნებრივი, მცენარეული ბიოლოგიურად აქტიური ანტიოქსიდანტური ნაერთების და მედიცინაში დანერგილი ანთების საწინააღმდეგო, ანტიათეროსკლეროზული, ჰეპატო-პროტექტორული, ანტინეფროპათიური და ანგიო- და ნეიროპროტექტორული პრეპარატების კომბინირებულმა, არაორდინარულმა გამოყენებამ დიაბეტური ტერფის გართულებები შესაძლებელია მინიმუმამდე დაიყვანოს. ჩირქოვანი დაავადებების მკურნალობისას შემუშავებული კომბინირებული პრეპარატებით კომპლექსური თერაპიის პირობებში მიღებულია დადებითი შედეგები, რაც გამოხატულია ჩირქოვანი პროცესის ლოკალიზაციაში, ლიკვიდაციაში და დაზიანებული უბნის სწრაფ რეგენერაციაში. ჩვენს ხელთ არსებული მასალები ადასტურებს მკურნალობის ეფექტურობას და მიღებული შედეგების მნიშვნელობას [25]. ტრადიციულ და მეცნიერულ მედიცინაზე და ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნილი არაოფიცინალური მალამოს გამოყენებით დტს და ტროფიკული წყლულებით დაავადებულებში შესაძლებელი გახდა ავადმყოფობის პროგრესირების შეჩერება, დაზიანებული ქსოვილების აღდგენა, შეხორცება და ამპუტაციის აცილება.

 

არაოფიცინალური მალამოთი დტს-ს მკურნალობის შედეგები

 

                          

1A                                                                                        2A

                        

3A                                                                             4 A

 

                             

1B                                                                                    2B

სურ. 1 დიაბეტური წყლული: 1A-4A; 1B-2B

 

   
1A                                                                  2A

სურ. 2 დიაბეტური განგრენა: 1A-2A

 

მკურნალობის შედეგების ფოტოდოკუმენტაცია

ფოტომასალის ნახვა 18 წლამდე არაა რეკომენდებული

 

 

Ointment’s  row materials are  the plants spread in Georgia and traditionally used in Medicine.

References:
1. Chentelau E., Spraul M., Sfamid M. Das sindrom des diabetetishen filpes//Deutsch. Med. Wschr. 1989, 114. p. 1034-1039.
2. Femando D.J.S., H. Connor, A.J.M. Bouldon. The diabetic foot, 1990. Diabet. Med. 1990, v. 8, p. 82-85.
3. Herasymchuk P.O. result of surgical treatment of ischemic gangrenous form of the diabetic foot syndrome. Klin Khir. 2002 Sep; (9): 44-6.
4. Lubarskii MS, Brombin AI, Mironov VA., Smagin AA., Shumakov OA., Mustaphaev. Limphostimulation in treatment of the complicated forms of diabetic foot syndrome. Bulletin SB RAMS 2005, 1: 115.
5. Obolonski VI, Kalsin GA, Laberko LA, Bichkova LV. Complex treatment of patients, with a syndrome of diabetic foot, by using of ozone therapy methods. Works to 60 anniversary CCH №13 «Actual issue of applied medicine», M: RSMU М: РГМУ, 2000, 130-135.
6. Sergeev AJ, Sergeys JU.V. Fungous infections: Guidance for doctors. M. 2003.
7. Dargis V, Pantelejeva O, Jonushaite A, Vileikyte L, Boulton AJ. Benefits of a multidisciplinary approach in the management of recurrent diabetic foot ulceration in Lithuania: A prospective study. Diabetes Care. 2009; 22:1428–1431.
8. Johannesson A. Incidence of lower limb amputation in the diabetic and non-diabetic general population: A 10-year population-based cohort study of initial unilateral, contralateral and re amputations. Diabetes Care. 2009; 32:275–280.
9.Calle-Pascual AL, Redondo MJ, Ballesteros M, et al. Nontraumatic lower extremity amputations in diabetic and non-diabetic subjects in Madrid Spain. Diabetes Metab. 1997; 23:519–523.
10. Vinik AI. Management of neuropathy and foot problems in diabetic patients. Clin. Cornerstone. 2003; 5(2): 38-55.
11.  Vinik AI., Vinik E. Prevention of the complications of diabetes. Am. J. Manag. Care. 2003 Mar; 9 (3 Suppl): S 63-80; quiz S81-4.
12. Gureva I.V. Diabetic foot. Is it possible an effective prevention? Russian medical J., 2001, 9: 24.

13. Del Guerico, R.G. Leonardo, M. R. Arpaia, Evaluation of postischemic hiperemia on skin using laser-Doppler velocimetry: Study on patients with Claudicatio intermittens// Microvasc. Res. 1986. V. 32. p. 289-299.
14. Wilkin J.K. Cutaneous reactive hyperemia. J. Invest Dermatol. 1987. V. 89. p. 197-200.
15. Alania MD, Kereselidze EV, Dekanosidze GE et al. Searches of the plants, containing biologically active compounds, in flora of some areas of the western Georgia. Biological active compounds of Georgian flora. “Metsniereba”, Tbilisi. 2002.
16. Alania M. Ascasid - new flavonoid glycoside. Chemistry of Natural Compounds, 1975, 351-354.
17. Alania MD, Komisarenko NF, Kemertelidze EP. Method of Robinin receiption. A.C.  № 484875, 1975.
18. Preaparation for the treatment of hypyglicemia. Georgian Patent P-2070. 1999. Kemertelidze E, Alania M, Sagareishvili T, Shalashvili KE.
19. I. Dadeshidze, G. Deliconstantinos, M. Rallis, G.Th. Papioannou, Karamanos V., Ch. Dimopoulou, M. Alania, K. Kobakhidze, u.a. Antidiabetic activity of phenolic antioxydants. International conference, Nutrition, Oxygen Biology and medicine, Paris-France, 2005, 2-4 May, Programme and Abstracts, p. 33.
20. M.D. Alania, N.Sh. Kavtaradze, K.B. Kobakhidze, T.I. Gigoshvili. Antioxydant, antifungal and antibacterial activities of phenolic compounds from some species of Georgian flora. International conference on oxydative stress in skin biology and medicine, 2003, 18-21 September, Greece.
21. I. Dadeshidze, V. Rallis, N. Bajelidze, N.Kavtaradze, M.Alania. In vitro release and in vivo percutaneous absorption of polyphenolic compounds. W 4093, FIP Pharmaceutical sciences/ in assotiation with the AAPS Annual Meeting and Exposition. Cultures cross minds meet. Final program. November 14-18, 2010, New Orleans, Louisiana, USA. Ernest N. Morial Convention Center
22. B.Djalagonia, M. Alania, A. Bakuridze, N. Kavtaradze, J. Aneli. Ointment for the treatment of festering and inflamatory processes. Patent  P5091,  2010.